ივლის თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონებში? - რას ამბობენ "ოცნებაში"

15.02.24 16:17
ივლის თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონებში? - რას ამბობენ "ოცნებაში"

ივლის თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონებში? - "ქართულ ოცნებაში" უჭირთ კონკრეტული პასუხის გაცემა ახალი თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ რეგიონულ ტურნეს შეუერთდება თუ არა პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, წავა თუ არა რეგიონებში ღარიბაშვილთან ერთად ივანიშვილი, ამას თავად საპატიო თავმჯდომარე გადაწყვეტს.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში. თქვენ იცით, რომ ეს კომუნიკაცია მანამდე არ არსებობდა, იყო მხოლოდ რჩევების დონეზე ცალკეულ, იშვიათ შემთხვევებში და ასე ვთქვათ, ეს რჩევები იყო მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით, ძალიან ღირებული რჩევები, სულ 2-3 ადამიანთან, როგორც მან განაცხადა და ძირითადად მიმართულებებთან დაკავშირებით მართლაც ბევრი ვიცი, რომ გენიალური რჩევა იყო. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ადამიანი ბევრი არ გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში, ბევრი ასეთი ადამიანი არ არსებობს და დღეს ეს ადამიანი, როდესაც ასეთი გონებრივი შესაძლებლობების და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი, როდესაც უფრო აქტიურად არის ჩართული, ეს ბუნებრივია პარტიას ერთიორად ადგება. მაგრამ უშუალო ჩართულობა, რეგიონში ჩავა თუ არა წინასწარ გადაწყვეტილი არც გვაქვს, დარწმუნებული ვარ მასაც ამასთან დაკავშირებით ესე მკაფიო წინასწარი გადაწყვეტილება არ ექნება. ჩემი აზრით, შეიძლება არც იყოს საჭირო იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებითი, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში არ დაჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული, შეიძლება გადაწყვიტოს კიდეც, ეს მასზეა დამოკიდებული და ამაზე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები