როდესაც უფრო მეტი შესაძლებლობაა ოპოზიციის გამარჯვების, "ოცნებას" სჭირდება იერიში, რომ დაასუსტოს ოპოზიცია და პრეზიდენტი - აქუბარდია

15.02.24 17:07
როდესაც უფრო მეტი შესაძლებლობაა ოპოზიციის გამარჯვების, "ოცნებას" სჭირდება იერიში, რომ დაასუსტოს ოპოზიცია და პრეზიდენტი - აქუბარდია

"მათ სჭირდებათ ალტერნატიული ცენტრების წინააღმდეგ იერიში იმისთვის, რომ დაასუსტონ ოპოზიცია და პრეზიდენტი," - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოპოზიციასა და პრეზიდენტზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ აკეთებს.

აქუბარდია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია კარგად იაზრებს, რამდენად დიდია კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა. ამიტომ მათ იერიში მიაქვთ ოპონენტებზე.

მაშინ, როდესაც კრიტიკული მასა არის იმაზე მეტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ეს სურს და როდესაც უფრო მეტი შესაძლებლობაა ოპოზიციის გამარჯვების არჩევნებზე, მათ სჭირდებათ ალტერნატიული ცენტრების წინააღმდეგ იერიში იმისთვის, რომ დაასუსტონ ოპოზიცია და პრეზიდენტი, რომელიც იყო მათივე პრინციპული არჩევანი, რომელიც დღეს კრიტიკულია ოცნებისადმი, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ველზე მოთამაშე პარტიები, პატარა პარტიები მათი სამიზნეა და ისინი ცდილობენ, მიაწებონ ყველა ენმ-ს, რაც არის ნაჩვევი ტაქტიკა, როდესაც ქართული ოცნება ცალკე ენმ-ის ყოველთვის უგებდა, ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ, ეს არის შიშების გამოვლინება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები