რა მოგვატყუა ღარიბაშვილმა? - ყოფილ პრემიერს სიცრუეში ფაქტებით ისევ ჟურნალისტები ამხელენ
რა მოგვატყუა ირაკლი ღარიბაშვილმა? - ყოფილ პრემიერს სიცურეში ისევ ჟურნალისტები ფაქტებით ამხელენ. საქალაქო სასამართლოში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელებია შესული. ერთ-ერთი ასეთ მომჩივანი გელა მთივლიშილია. "მთის ამბების" რედაქტორი ამბობს ,რომ არათუ განკარგულებები მას საჯრო ინფორმაციაზე წვდომაც კი შეზღუდული ჰქონდა.
ის, რომ მედია თითქოს არ ითხოვდა ამ განკარგულებებს, სიცრუეა. ეს არ არის სწორი და სიმართლე. ჩვენ გვაქვს მიმდინარე სასამართლო დავა მთავრობის ადმინისტრაციასთან 2022 წლის სექტემბერში ვუჩივლეთ სასამართლოშ და აგერ უკვე ორი წელი უნდა გავიდეს სადაცაა და ჯერ ერთი სასამართლო სხდოამც არ ჩანიშნულა. გვქონდა ინფორომაცია, მთავრობა მმართველ პარტიასთან, მათ შორის პრემიერთან დაახლოებულ პირებს, ჯგუფებს, როგორ აძლევდა სიმბოლურ ფასად მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას, მილიონობებით ღირებულს და როდესაც ჩვენ ასეთი ტიპის განკარგულებებს ვითხოვდით, ბუნებრივია, არ გვაძლევდნენ", - ამბობს გელა მთივლიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDF-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი კი ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მანდატორული ხასიათისაა და ის, რომ ყოფილი პრემიერი განკარგულებებს არ გასცემდა, ეს კანონდებლობის უხეში დარღევვაა.
ეს არის უკვე კანონდებლობის დარღევვა და ეს არის არაკომპეტენტურობა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზუსტადაც, რომ მანდატორული ხასიათის არის. ეს არის სავალდებულო, მან კიდევ ისაუბრა იმაზე, რომ მე პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა რაღაც დისკრიმინაციული ნიშნით არ გავცემდი საჯარო ინფორმაციებს. ამაზე უარესი რაღა უნდა ეთქვა. რაც შეეხება მთავრობის განკარგულებების მიღებას, არც ერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა და ჩვენც არ მიგვიღია. ამაზე ჩვენ გვაქვს დავა სასამართლოში ჯერ კიდევ 2020 წლიდან", - განაცხადა კლდიაშვილმა.
ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ მის მიერ ხელმოწერილ განკარგულებებს მთავრობის ადმინისტრაცია არასდროს მალავდა. მოგემართათ და მოგცემდით - უთხრა დღეს მთავრობიდან წასულმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეცდომები გიორგი გახარიას გადააბრალა და გაიქცა. "ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი თავის მართლებით სავსე აღმოჩნდა. ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ მთავრობაში ის პრაქტიკა გააგრძელა, რომელიც წინამორბედმა დაუტოვა. ტრიბუნას მონატრებული ღარიბაშვილი დღეს იმის მტკიცებაში იყო, მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი უკანონო გადაწყევყტიელება არ მიუღია და არც ასობით განკარგულება გადაუმალავს.