ჩხუბი პარლამენტში - დაპირისპირება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და ე.წ. შავი სია ექსპერტების დასაბლოკად

15.02.24 17:30
ჩხუბი პარლამენტში - დაპირისპირება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და ე.წ. შავი სია ექსპერტების დასაბლოკად

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიმართა საქართველოს პარლამენტში ცხოველების შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია. საკანონმდებლო ორგანოში ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ადამიანებიც მივიდნენ.

მესამე სეტქორის წარმომადგენლებში სამუშაო ჯგუფებში ერთვებიან, ამბობენ, რომ ახალ კანონში ბევრი ხარვეზია, რასაც მუშაობა სჭირდება. ხმაურის სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მხარეებმა კანონის შინაარსობრივი განხილვა დაიწყეს. 

ის ცრუ აჟიოტაჟი, სიმულაციები და განზრახ მცდელობა იმისა, რომ პროცესი დააზიანონ კანონის მიღების, მათ შორის ტყუილის გავრცელების კუთხით, რასაც მასიური ევთანაზიის შემოღება ჰქვია, ან ძაღლების ქუჩაში გაყრის პროვოცირება ჰქვია, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფერს პასუხი გაეცა,“ - ამბობს მაია ბითაძე.

რა თქმა უნდა, ეს კანონი, როდესაც იქნება მიღებული, მხოლოდ და მხოლოდ, დადებით ეფექტს მოახდენს ამ პროცესებზე და უახლოეს წლებში, გვექნება ქვეყანა, სადაც მიუსაფარი ცხოველი არ იქნება ქუჩაში, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს კანონი ამას ითვალისწინებს, ჰუმანური მეთოდებით, რომელიც არის დაფუძნებული ცხოველების კეთილდღეობაზე და ჰუმანური მეთოდებით მათი პოპულაციების შემცირებაზე. კანონპროექტში ნაგულისხმებია, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში არ შეიძლება სამზე მეტი ცხოველი გაჩერება მეზობლის ნებართვის გარეშე, აქ საუბარი არ არის თავშესაფრიდან აყვანილ ცხოველებზე,“ - ამბობს ცხოველების უფლებადამცველი.

ცვლილებების მიხევდით, ძაღლის და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და კლინიკებში შეყვანა იკრძალება. რაც ცხოვრელთა უფლებადამცველთათვის განგაშის საფუძველი გახდა.

ირკვევა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტში ცხოველების უფლებადამცველების გარკვეული ნაწილი მიწვეული არ იყო.

გაკეთდა ე.წ. შავი სია და მეც და ჩემი კოლეგებიც ამოგვიღეს ამ სამუშაო ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდებოდა დარგობრივი სპეციალისტების სამუშაო ჯგუფი. მიმაჩნია, რომ მე უნდა დავსწრებოდი ამ შეხვედრას და სათქმელი მეთქვა ღიად და არმოჩნდა, რომ მე ვარ ე.წ. წითელ სიაში ანუ გაწითლებულია ჩემი გვარი," - ამბობს ცხოველების უფლებადამცველი.

მსგავსი სიახლეები