ცხოველების შესახებ კანონპროექტი დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება

15.02.24 20:44
ცხოველების შესახებ კანონპროექტი დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება

 

ცხოველების შესახებ კანონპროექტი დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარლამენტში დღეს ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რას ემსახურება "ოცნების ინიციატივა" - ცხოველების უფლებადამცველები კანონში არსებული ხარვეზების გასწორებას ითხოვენ. ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე მიუსაფარი ცხოველების მასობრივი დაძინება დაიწყოს, რასაც კანონის ავტორები კატეგორიულად უარყოფენ.  დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში ყველა მსურველი ვერ დასწრო. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას შავი სიაც აქვს შედგენილი, ამიტომ სამუშაო ჯგუფში ცხოველთა უფლებების დამცვლეთა მხოლოდ  ნაწილი მოხვდა.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები