რუსეთის მორიგი ავანტურა, თუ ღია მხარდაჭერა "ოცნებას" - ცხინვალში კრემლიდან ახალი დირექტივა მივიდა
რუსეთის მორიგი ავანტურა, თუ ღია მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას". ცხინვალში კრემლიდან ახალი დირექტივა მივიდა. არაღიარებულმა მთავრობამ ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში გზავნილებიდან საზღვრის საკითხი და რუსეთთან შეერთების რეგფერენდუმის თემა უნდა ამოიღოს. ეს იმიტომ, რომ ქართულ ოპოზიციას მმართველი გუნდის კრიტიკის საფუძველი არ მისცენ. რას ნიშნავს ეს დირექტივა - ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ გარიგებაშია რუსეთთან და მოსკოვი ქართულ ოცნებას 2024 წლის არჩევნებში ღიად ლობირებს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.