დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს სადავო საარჩევნო კოდექსს? - სამოქალაქო სექტორი "ოცნებას" უკან დახევისკენ მოუწოდებს
დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს სადავო საარჩევნო კოდექსს? სანამ ცვლილებები კენჭისყრაზე დადგება, მანამდე "ოცნებას" უკან დახევისკენ სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს.
თუ "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით მაინც დაამტკიცებს, ამით ცესკოში ერთპარტიულ მმართველობას დააკანონებს და ადმინისტრაციას დამოუკიდებლობას სრულად წაართმევს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.