განკარგულებების დამალვის პრაქტიკა - ღარიბაშვილმა ყველაფერი გახარიას გადააბრალა

15.02.24 20:24
განკარგულებების დამალვის პრაქტიკა - ღარიბაშვილმა ყველაფერი გახარიას გადააბრალა

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი გიორგი გახარიას გადააბრალა. ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ განკარგულებების დამალვის პრაქტიკა მას მთავრობის ადმინისტრაციაში წინამორბედმა დაახვედრა და  შეცვლაზე არც კი უფიქრია. ასე სცადა კანონდარღვევაზე თავის მართლება ექს პრემიერმა, რომელიც პარალელურად ამტკიცებდა, რომ  პრემიერობის პერიოდში ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია და არც არაფერი დაუმალავს. 

არადა, ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა სისტემა სრულად ჩაკეტა. არ გვინახავს არცერთი მის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც ძირითად შემთხვევაში სახელმწიფო ქონებების ჩალის ფასად გასხვისების ამბავი იმალებოდა. მხოლოდ "ტვ პირველიდან" დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ მთვარობის კანცელარიაში ოფიციალური წერილი არაერთხელ გაიგზავნა, მაგრამ  უშედეგოდ. სხვა მედიების წარმომადგენელებმა და  არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ღარიბაშვილს მავნე პრაქტიკაზე უარი ვერც სასამართლოს საშუალებით ათქმევინეს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები