11 მილიონი "ოცნების" ანგარიშზე - მმართველი პარტიის ყულაბა საარჩევნოდ რეკორდულად ივსება
11 მილიონი "ქართული ოცნების" ანგარიშზე და 50 ათასი მთელი ოპოზიციის ერთად აღებული. ასეთი მდგომარეობა იყო 2023 წლის 31 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების სალაროში. "ქართული ოცნების" ყულაბა საარჩევნოდ რეკორდულად ივსება. ბიზნესმენები ერთი მეორეს მიყოლებით დიდ ფულს სწირავენ მმართველ პარტიას. მათი დიდი ნაწილი იმ კომპანიების ხელმძღვანელები არიან, ვინც თავადაც დიდ ფულს შოულობს "ოცნების" დახმარებით. ეს არის ხარკი მრავალმილიონიანი ტენდერებისთვის.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბიზნესი საკუთარი სურვილით უხდის მილიონებს მმართველ პარტიას. ფაქტია, რომ საარჩევნო კამპანიას ხელისუფლება და ოპოზიზიცია უკვე უთანასწორო პირობებში იწყებს. მდიდარი ხელისუფლება საკუთარი ფინანსების იმედზეა. ფული არჩევნებში დიდ როლს თამაშობს, თუმცა ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ 2024 წლის არჩევნები სულ სხვა მნიშვნელობის არის და ოქტომბერში "ქართული ოცნების" ფინანსები გადაწყვეტი ფაქტორი არ იქნება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.