დაანონსებული მხილება 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ - ვის დაადებს ხელს და რას იტყვის გიორგი მამალაძე

15.02.24 20:09
დაანონსებული მხილება 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ - ვის დაადებს ხელს და რას იტყვის გიორგი მამალაძე

 

დაანონსებული მხილება 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ - ვის დაადებს ხელს და რას იტყვის დეკანოზი. ახლა ყველა უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული სასულიერო პირის მხრიდან მხილებების სერიას ელოდება.  ოჯახი ამტკიცებს, რომ  დეკანოზის უდანაშაულობის ყველა მტკიცებულება მათ ხელშია და მალე ეს სამხილები საჯარო გახდება.  თავისუფლების პირველ საათებში კი  მამალაძემ მხოლოდ  ის მაღალი იერარქიის მღდელთმთავარი ახსენა, ვინც ციხეში ყოფნის დროს მას იმედი გაუცრუა. ამბობს, რომ პატრიარქის ძმისშვილს, მეუფე დიმიტრის გამბედაობა არ ეყო. 

გახდება თუ არა საპატრიარქოსთვის მამალაძის გათავისუფლება დიდი თავისტკივილი და სად მივა ციანიდის საქმის კვალი საბოლოოდ. გასაიდუმლოებული საუკუნის საქმის მასალები ახლა დეკანოზის ხელშია. არავინ იცის ვისზე რას იტყვის ყოფილი პატიმარი.  საჯაროდ ალაპარაკებამდე კი გიორგი მამალაძე  მომავალ კვირას წერილის გამოქვეყნებას გეგმავს. ჯერ უცნობია, მოისურვებს თუ არა პატრიარქი იმ დეკანოზთან შეხვედრას, რომელიც წლების განმაბლობაში ილია მეორის ახლო გარემოცვას წარმოადგენდა. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები