სიძულვილის ენა და თავდასხმა ყველაზე, ვისაც "ოცნება" საფრთხედ აღიქვამს - ღარიბაშვილის სამიზნე "ლელო" და პრეზიდენტი გახდა
"ქართული ოცნების" გაცხადებული შიში - რისთვის გამოჩნდა პრემიერობიდან გადაყენებული ღარიბაშვილი კამერებთან? პარტიის თავმჯდომარემ მედია საგანგებოდ როსტომ მეფის სასახლეში მიიწვია, რომ ელანძღა მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტზე კი ეთქვა, რომ მოღალატეა. ექს-პრემიერმა მისთვის ჩვეული რიტორიკით და ფრაზებით "ლელოს" ლიდერი მიზანში ივანიშვილის ხსენების გამო ამოიღო. ნახევარი საათის განმავლობაში ღარიბაშვილს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკა პოლიტიკურ ოპონენტზე.
"ოცნების" თავმჯდომარე "ლელოს" ლიდერის ლანძღვაზე იმდენად იყო მონდომებული, რომ ხაბეიშვილის შესახებ დასმულ კითხვასაც კი თავი აარიდა და იერიში ისევ ხაზარაძის წინააღმდეგ განაგრძო. დღეს პოლიტიკური თავდასხმების სერია თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა პარლამენტსა და პარტიის ოფისში. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია, "ოცნების" დღის წესრიგის მთავარი ნაწილი გახდა. ღარიბაშვილი, პაპუაშვილი და კალაძე "ლელოს" ლიდერის დისკრედიტაციას მთელი შემართებით ცდილობდნენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.