არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცზე ძებნა გამოცხადდა

15.02.24 19:57
არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცზე ძებნა გამოცხადდა

ძებნა გამოცხადდა კაცზე, რომელიც 7 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს და რომელიც სასამართლომ ბრალდებულად ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე  დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს. 

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის  გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)) და აღკვეთის ღონისძიების სახით   პატიმრობა შეეფარდა.  

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად  ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის  ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით," - წერია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები