მოუწევს თუ არა "ოცნებას" უკან დახევა - რა შედეგით დასრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და მდინარაძის შეხვედრა

15.02.24 20:31
მოუწევს თუ არა "ოცნებას" უკან დახევა - რა შედეგით დასრულდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და მდინარაძის შეხვედრა

 

მოუწევს თუ არა "ქართულ ოცნებას" უკან დახევა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და  უმრავლესობის ლიდერის შეხვედრა დასრულდა. მედიკოსებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს ის განკარგულება, რომლის მიხედვითავ 15 მარტს ქვეყნის ყველაზე დიდი საავადმყოფოს დანგრევის პროცესი უნდა დაიწყოს. გადახედავს თუ არა ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას - ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ექიმები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ და კვლავ აქციებს აანონსებენ. 

მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ ექიმებს გაუჩნდათ იმედი, რომ ჯანდაცვის მინისტრი უკან დაიხევს და ბრძანებას, რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვისა და დემონტაჟის შესახებ შეცვლის.

იმედი გვაქვს შემდგომი კომუნიკაციის გაგრძელების. ღრმად ჩაიხედავს პრობლემაში, იმედი გვაქვს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო ღრმად ჩასწვდება ჩვენს პრობლემებს. აქციები გაგრძელდება ხვალაც,“ - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ექიმების თქმით, მამუკა მდინარაძის მხრიდან იყო ინტერესი, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური პროტესტი.

ვისაუბრეთ იმ პრობლემაზე და იმ კრიზისულ სიტუაციაზე, რაც შეიქმნა. საუბარი იყო საინტერესო და გულახდილი. ბატონი მამუკას მხრიდან იყო ინტერესი, რა არგუმენტები გვაქვს, რატომ არის ეს პროტესტი. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოიძებნოს ოპტიმალური გამოსავალი,“ - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

იმედი გვაქვს შემდგომი კომუნიკაციის გაგრძელების. ღრმად ჩაიხედავს პრობლემაში, იმედი გვაქვს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო ღრმად ჩასწვდება ჩვენს პრობლემებს. აქციები გაგრძელდება ხვალაც,“ - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები