დეკანოზი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველ ღია წერილს მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს

15.02.24 21:15
დეკანოზი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველ ღია წერილს მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს

ეკანოზი მამალაძე ციანიდის საქმეზე წერილს მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განცხადება დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ "რეაქციაში" გააკეთა.

როგორც მამალაძე ამბობს, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დაგროვილ კითვებზე პასუხს ეტაპობრივად გასცემს. 

ე.წ. ციანიდის საქმეზესთან დაკავშრებით ყველაფერი გასაჯაროვდება, რაც აქამდე უცნობი ფაქტები იყო გასაჯაროვდება, ვინც უნდა იყოს - სასულიერო თუ მაღალი თანამდებობის პირი. ყველას სახელის და გვარის დასახელებას აპირებს ვინც ე.წ. ციანიდის საქმე შეთხზა, ვინც დაწერა, ვინც შეასრულა, ვინც მიუსაჯა - ყველას სახელი და გვარი გაჟღერდება," - ამბობს მამალაძე.

როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, დეკანოზი თავისი სიმართლის დამტკიცებას შეეცდება, უპირეველესი კი მისი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაა.

5 წლის განმავლობაში ვიმეორებდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ადამიანებმა ვინც გვერდში უნდა დაგვდგომოდნენ, სიმულიანტობაში ადანაშაულებდნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი უდოს კომისიისთვის, რომ გათავისუფლებულიყო, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები უხერხულობას უნდა გრძნობდნენ. 
პირველი ნაბიჯები არის ის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩემი ძმის. არსებობს სასამართლოს კადრები, თუ როგორ თავისუფლად გადაადგილდებოდა ჩემი ძმა, მაგრამ ამ მძიმე ბრალდებით, რაც შეთხზეს მის წინააღმდეგ, მორალურად ვერა, მაგრამ ფიზიკურად გატეხა, აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯი არის მისი მკურნალობა.
რაც შეეხება ბრძოლის დაანონსებას, ეს არ გვჭირდება იქიდან გამომდიანრე, რომ ბრძოლა 7 წლის განმავლობაში არცერთი წამით არ შეგვიწყვეტია, ეს იქნებოდა შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოები, ეს იქნებოდა აქციები და ა.შ. არცერთი წამით არ გაგვიჩერებია ბრძოლა. პირველ რიგში, მას სურს, რომ თავის შვილებს დაუმტკიცოს თავისი სიმართლე. მას სურს, რომ საზოგადოებაში ამდენი პასუხგაუცემელი კითხვები დაგროვდა, რაც ხელოვნურად შექმნა სასამართლომ და პროკურატურამ, დასამალი მას არაფერი აქვს, ითხოვდა სასამართლოების გამჭვირვალედ ჩატარებას, მაგრამ დახურეს. ის პირველ რიგში ფეხზე უნდა დადგეს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე, რომ არავის მოკვლას არ აპირებდა. რა ფორმებით იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.
მომავალ კვირაში, ორშაბათს-სამშაბათს, სავარაუდოდ, ჩემს პირად Facebook გვერდზე ჩემი ძმის წერილი გამოქვეყნდება. ჩვენ არავის ვემუქრებით, არავის ვეჯიბრებით, არავის წინააღმდეგ არ მივდივართ - ამ 7 წლის განმავლობაში ორი დიდი ინსტიტუტი, საპატრიარქო და ხელისუფლება ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მოდიოდნენ და ჩვენ უბრალოდ ვიგერიებდით მათ თავდასხმებს, რას არ აბრალებდნენ ჩემს ძმას, ფულის გაფლანგვა-გათეთრებას, ყველაზე დიდი პატრიარქის მოწამვლას თავდაპირველად, შემდეგ შორენა თეთრუაშვილის, ციანიდის შეძენა-არ შეძენას - ამ ყველა კითხვას ეტაპობრივად პასუხი გაეცემა,“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.

მსგავსი სიახლეები