გამოვიდეს და თქვას, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა - თორნიკე მამალაძის მიმართვა ივანიშვილს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და საზოგაოდებისთვის სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრესთან პირად საუბრებში ბიძინა ივანიშვილი აფიქსირებდა აზრს, რომ სჯეროდა დეკანოლზისი უდანაშაულობის, მაშინ, თორნიკე მამალაძე სვამს კითხვას, რატომ ჰყავდათ 7 წელი პატიმრობაში.
თორნიკე მამალაძე მოუწოდებს მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის კახა კალაძეს და თეა წულუკიანს, ბოდიში მოიხადონ დეკანოზისა და მისი ოჯახის წინაშე, გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.
თუ უდანაშაულობის სჯეროდა, მაშინ 7 წელი რატომ იჯდა. გამოვიდეს თვითონ ივანიშვილი, ხომ არის უკვე საჯარო პოლიტიკაში, რატომ იჯდა, რისთვის იჯდა? არავის დასჯა ჩვენ არ გვინდა, გამოვიდეს საზოგადოებას უთხრას, დაიწყონ იმდროინდელი კვირიკაშვილით, მინიმუმ, ბოდიში მოიხადოს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. დღევანდელი მოქმედი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი, კულტურის მინისტრი და ა.შ. მინიმუმ, ბოდიში მოიხადონ, რომ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის წინაშე ბოდიში მოიხადონ.
თავად ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და თქვას, რომ ვინ არ მოსვლია შეცდომა - გამოვიდნენ და აღიარონ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, რაღაც შეცდომა დაუშვეს და ამ შეცდომის გამო მოუწია 7 წელი ჯდომა. ქრისტიანობიდან გამომდინარე, ჩემი ძმა ყველას აპატიებს, ოღონდ ეს აღიარება დაიდოს,“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.