დაახვედრებენ პარტაქტივს, რომელიც ხოტბას შეასხამს ბელადს - დოლიძე ღარიბაშვილის დაანონსებულ ტურნეზე

15.02.24 21:48
დაახვედრებენ პარტაქტივს, რომელიც ხოტბას შეასხამს ბელადს - დოლიძე ღარიბაშვილის დაანონსებულ ტურნეზე

„ბათუმში დახვდებოდა ყოველგვარი ეკონომიკური დოვლათისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი საზოგადოება, რომელიც ჩემოდნებზე ზის და მათ ნაცვლად ჩამოსული რუსი მიგრანტები, რომლებმაც სამუშაო ადგილები წაართვეს ქართველებს,“ - ამ განცხადებას პარტია „დროას“ წევრი გენრი დოლიძე „რეაქციაში“ აკეთებს.

დოლიძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები დაანონსა.
როგორც დოლიძე ამბობს, მაგალითად, ბათუმში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს გაჭირვებული მოსახლეობა დახვდება. რეალურად კი, დოლიძე დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრემიერს პარტაქტივს დაახვედრებენ რეგიონებში.

2020 წლიდან ისინი უკვე აცნობიერებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი არა, ქართული ოცნების ოფისთან ახლოს ან იმ ქუჩაზეც კი, სადაც შესაძლებელია უსაფრთხოების ზონები მიიღონ, ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ იმიტომ, რომ იქ ისინი ვერ დაემალებიან რიგით ადამიანებს, რომლებისგანაც დიდი აგრესია და ნეგატივი მოდის ხელისუფლების მიმართ. 
ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ თვალებში ჩახედოს საქართველოს მოქალაქეებს, მართლა სურვილი რომ ჰქონდეს მას, ზარზეიმის გარეშე გაივლიდა ქალაქში, თბილისის გარეუბნებშიც და შეხედავდა, ფეხით გაივლიდა, ავტობუსში ჩაჯდებოდა, გადააწყდებოდა იმ პრობლემებს, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
პოტიომკინის სოფლებს დაახვედრებენ ირაკლი ღარიბაშვილს - მოჩვენებითი იქნება, დაახვედრებენ ქართული ოცნების პარტაქტივს, რომელიც ხოტბას შეასხამს ბელადს,“ - ამბობს გენრი დოლიძე.

მსგავსი სიახლეები