იძახის, რომ პროკურატურა არ მუშაობს, ანუ გვეუბნება, რომ სახელმწიფო ვარ მე - წულაია ივანიშვილზე

15.02.24 22:01
იძახის, რომ პროკურატურა არ მუშაობს, ანუ გვეუბნება, რომ სახელმწიფო ვარ მე - წულაია ივანიშვილზე

„კორუფციის დასაზღვევად მოვედიო და პრემიერმინისტრობიდან ერთი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი გადაიყვანა პარტიის ხელმძღვანელად და მეორე კორუმპირებული პარტიის ხელმძღვანელი (პრემიერად)“ - ამ განცხადებას ჟურნალისტი ირაკლი წულაია „რეაქციაში“ აკეთებს.

ირაკლი წულაიამ რამდენიმე პროექტი მოიყვანა, რომელიც მისი მოსაზრებით კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს. 

კიდევ დაიწყო ადამიანების მოტყუება - პირველი დიდი ტყუილი, რაც თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლისთვის რომ დავაზღვიო, იმისთვის მოვედიო. იძახის, რომ უშიშროების სამსახურები არ მუშაობენ, პროკურატურა არ მუშაობს, ანუ გვეუბნება, რომ სახელმწიფო ვარ მე, მე დავაზღვევ, მაგრამ მე, თქვენ, რომ უსამართლოდ მოგვექნევიან, ფილტრები ბიძინასთან იმხელაა, რომ ვერასდროს ვერ მივა და უამრავ დაჩაგრულ ადამიანს შექმნის და შექმნა უკვე სახელმწიფომ. 
კორუფციის დასაზღვევად მოვედიო და პრემიერმინისტრობიდან ერთი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი გადაიყვანა პარტიის ხელმძღვანელად და მეორე კორუმპირებული პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც ცოლი სახელმწიფო სტრუქტურებში ჰყავს, მამა რაგბის ფედერაციაში ჰყავს, დის ქმარი აფხაზეთის სამინსიტროში, ნოშრევანთან ერთად ბომონდის ჟურნალებში ზის კაცი და როგორ იძახით განათლებულიაო.
ყველა ინსტიტუტი მიიწებეთ, რითი უნდა მოხდეს. ივანიშვილი დაპირდა, რომ ერთი საჯარო მოხელე თუ იქნება ჩვეულებრივ მოქალაქეზე მდიდარიო, გავუშვებო, გეუბნებით ღარიბაშვილის ქონებები - საზაფხულო იდა საზამთრო სასახლეები, გერმანიაში ელჩის ყოფილი თავდაცვის მინისტრის სახლი, შეიძლება დასანქცირებულ მოსამართლეებს ასეთი ვილები ჰქონდეს - ესაა თქვენი კორუფციასთან ბრძოლა?“ - ამბობს ირაკლი წულაია.

 

მსგავსი სიახლეები