რეგიონები თავიდან ბოლომდე არის მიტოვებული და რეგიონები სჭირდებათ ხმების მოსაპოვებლად - ობოლაძე
„რეგიონები თავიდან ბოლომდე არის მიტოვებული და უბრალოდ რეგიონები სჭირდებათ ხმების მოსაპოვებლად,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც ობოლაძე ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლებას რეალურად ხალხის კეთილდღეობაზე არ ზრუნავს.
გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხზე თუ ლაპარაკობს, ხსნის, რომ ეკონომიკაზე თურმე ყველაფერი კარგად არის, ამას უთმობს დროის 5-7 წუთს და ჯამში, სულ ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ოპონენტი არ მოსწონს, ზიზღის ენით.
რეგიონები თავიდან ბოლომდე არის მიტოვებული და უბრალოდ რეგიონები სჭირდებათ ხმების მოსაპოვებლად.
ივანიშვილის პოლიტიკა არის, რომ მუდმივად ქართველ ხალხს უთხრას, რომ თქვენ შრომა არ გინდათ, ცუდები ხართ, საქართველოს არაფერი ეშველება, უნდა გაფრინდეთ და წახვიდეთ...
ქართველ ხალხს, უნდა ავუხსნათ, რომ ისინი რომ ცუდად ცხოვრებენ მათი ბრალი არ არის. თუ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომლის მიზანიც ის კი არ იქნება, რომ 600 ათას ლარიანი მაჯის საათებით იაროს, რომლის ერთადერთი ვნება იქნება, რომ ქვეყანა გაზარდოს და გააუმჯობესოს ეკონომიკური სიტუაცია, ეს აუცილებლად შეიცვლება,“ - ამბობს ობოლაძე.