კანონში რამდენიმე მუხლი არა თუ პრობლემურია, უბრალოდ დაუშვებელია მათი მიღება - მეტრეველი შინაური ცხოველების შესახებ კანონზე

15.02.24 22:31
კანონში რამდენიმე მუხლი არა თუ პრობლემურია, უბრალოდ დაუშვებელია მათი მიღება - მეტრეველი შინაური ცხოველების შესახებ კანონზე

"საქართველოს პარლამენტი რატომ დახურეთ დღევანდელი შეხვედრის კარი არაერთი უფლებადამცველისთვის, რომელიც წლებია ცხოველების უფლებებისთვის იბრძვის? ზოგი საერთოდ არ მიიწვიეთ, ზოგიც მიიწევიეთ, თუმცა გუშინ, გაუგებარი მიზეზებით, უარი უთხარით აღარ მოსულიყვნენ," - ამ კითხვით მმართველ პარტიას "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი მიმართავს. მეტრეველის თქმით, ცხოველების უფლებადამცველების ნაწილი მმართველმა პარტიამ კანონპროექტის განხილვაზე არ მიიწვია.

დეა მეტრეველი  “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ პროექტში რამდენიმე მუხლი პრობლემურია და დაუშვებელია ამ კანონპროექტის მიღება. 

კანონში რამდენიმე მუხლი არა თუ პრობლემურია, უბრალოდ დაუშვებელია მათი მიღება და ამის გამართლება, რომ თურმე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების ევთანაზია მიღებული ფორმაა არის სირცხვილი, საზოგადოების მოტყუება და დანაშაული.  ცხოველების პოპულაციის მართვა მხოლოდ შეზღუდვებით, არაჰუმანური რეგულაციებით და მიუსაფარი ცხოველების სტიგმატიზირებით პრობლემას საშიშ მასშტაბებს შესძენს. რაც აკლია ამ კანონს, ეს ჰუმანური ხედვებია, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ცხოველების მიმართ ემპათიის ზრდას შეუყწობდა ხელს. თავშეაფრებიდან მიუსფარი ცხოველების გაჩუქების პროგრამის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა და მოსახლეობაში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება არის ის ქმედითი და აპრობირებული მეთოდები, სხვა მრავალ რეგულაციასთან ერთად, რაც ქვეყანაში ცხოველების და ადამიანების უსაფრთხო თანაარსებობას შეუწყობდა ხელს. ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება არის დაუშვებელი!" - წერს დეა მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები