ოცნება ცდილობს ძალა გამოასხივოს თავის აქტივთან მიმართებით, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება - კირთაძე
"ოცნება ცდილობს ძალა გამოასხივოს თავის აქტივთან მიმართებით, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, რომ ყველაფერი კარგად არის," - ამ განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრი თენგიზ კირთაძე "რეაქციაში" აკეთებს.
როგორც კირთაძე ამბობს, "ქართული ოცნება" ამომრჩევლის შენარჩუნებას ცდილობს და მათი რიტორიკაც მხოლოდ ამას ემსახურება.
კირთაძის თქმით, გამოსავალი არის ის, რომ ოპოზიცია მოსახლეობას უნდა ესაუბროს.
მათ არ აქვთ არანაირ საფუძველი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ისაუბრონ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ დღეს ქართული ოცნება ჩამოვწეროთ და ის ვიძახოთ ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ მხოლოდ ოქტომბრამდე მისვლა დაგვრჩა და ხალხი ავტომატურად ქართულ ოცნებას ოპოზიციაში გაუშვებს - ამის საფუძველიც არ არსებობს.
ევროპულ საქართველოშიც ვფიქრობთ, რომ ოპოზიციურ სპექტრს შეუძლია ქართული ოცნების დამარცხება, მაგრამ ეს განწყობა პოლიტიკოსმა ტელეეთერიდან კი არ უნდა შექმნას, ეს განწყობა საზოგადოებაში უნდა შეიქმნას და საზოგადოებაში ცვლილების განწყობა შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაინახავენ ისეთ ალტერნატივას, რომლითაც მმართველი ზალით ჩანაცვლებას ექნება აზრი,“ - ამბობს თენგიზ კირთაძე.