"დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება" - ენმ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
"დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშილის უკანონო პატიმრობა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტია ამ მოთხოვნით ხელმოწერესბი შეგროვებას იწყებს. ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნული ხელმოწერები სალომე ზურაბიშვილს 1 მარტს გადაეცემა.
სოფო ჯაფარიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში აღნიშნული მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ და საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირონ.
„დღეიდან , მთელი საქართველოს მასშტაბით, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს, თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.“ - განაცხადა „მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ
„სულ მალე ,ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის.
მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას, მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა - ვფიქრობ, რომ დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა - მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა.დღეიდან , მთელი საქართველოს მასშტაბით, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.
მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს, თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
1 მარტს, დღის სამ საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ენმ-ს რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში.“ - განაცხად სოფო ჯაფარიძემ.