რომელი კორუფციული შემთხვევა გამოიძიეთ? - რას ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი

16.02.24 11:53
რომელი კორუფციული შემთხვევა გამოიძიეთ? - რას ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. შეხვედრას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილის ესწრება, რადგან დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანტიკორუფციულ ბიუროს უკავშირდება.

რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა. ერთადერთი, რაც მან "პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, არის ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი უკვე არჩეულია და ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება იმას, თუ რომელი სავარაუდო კორუფციული საქმე გამოიძია, ამაზე ჟურნალისტს პასუხი რაჟდენ კუპრაშვილმა არ გასცა. 

კითხვა: ვინ უნდა აირჩიოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - პარლამენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა? რომელი კორუფციული შემთხვევა გამოიძიეთ?

რაჟდენ კუპრაშვილი: უკვე არჩეულია.

მსგავსი სიახლეები