ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა... კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა - პაპუაშვილი

16.02.24 11:59
ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა... კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა - პაპუაშვილი

"ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახლავთ დირექტივა და დოგმა," - ამ განცხადებას პარლამენტის ტავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება არ არსებობს. 

ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს გახლავთ რეკომენდაცია, ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით და მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მიერ. რეკომენდაციებს ვიღებთ, როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ ან არ გავითვალისწინოთ. ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით თუ რატომ არ ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ეს არ გახლავთ დირექტივა და დოგმა ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის მსჯელობის საკითხი მხოლოდ,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები