ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია - პაპუაშვილი

16.02.24 12:07
ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია - პაპუაშვილი

ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე გამგზავრებას.

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე იმიტომ არღვევს კონსტიტუციას, რომ მას "გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც კონსტიტუციაში წერია, იმიტომ რომ ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა".

ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, იმიტომ რომ ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც არის, რომ თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სამწუხაროა, ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. კიდევ ერთხელ, ის არ წარმოადგენს საქართველოს". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გერმანია. მიუნხენში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, შტატებიდან ევროპაში კამალა ჰარისი და ენტონი ბლინკენი ჩაფრინდნენ. მიუნხენში არიან იენს სტოლტენბერგი, ოლაფ შოლცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ადამიანებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ირაკლი კობახიძე ვერ შეხვდება. ახალმა პრემიერმა შანსი ხელიდან გაუშვა, პირადად ესაუბრა ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.  კობახიძემ გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზვანა. გერმანიაშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მისი გზავნილების გაუფასურება "ოცნებამ" წინსწრებით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები