როგორ უნდა შესრულდეს 9 დათქმა - რა წინადადებებით შევიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პაპუაშვილთან

16.02.24 12:42
როგორ უნდა შესრულდეს 9 დათქმა - რა წინადადებებით შევიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პაპუაშვილთან

"ქართულ  ოცნებასა" და ოპოზიციას შორის სამუშაო ჯგუფის მეორე  შეხვედრა იმართება. შალვა პაპუაშვილთან სასაუბროდ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა.

როგორ შეიძლება, ქვეყანამ დროულად შეასრულოს ცხრა ევროპული დათქმა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამუშაო მაგიდასთან საკუთარი წინადადებებით მივიდნენ. უმთავრესი საკითხიი ისევ გადამწყვეტი არჩევნების დემოკრატიურად ჩატარება და სასამართლოს ძირეული რეფორმაა.

ანტიკორუფციული მიმართულებით გვექნება ინიციატივა დამოუკიდებლობის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ფუნქციის აღჭურვასთან დაკავშირებით, მატ შორის პროკურატურის ფუნქციის გათვალისწინებაც ანტიკორუფციული ბიუროს სისტემაში, ასევე სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, ისევე როგორც პერსონალური დაცვის მონაცემებთან მიმართებაში გვექნება კონკრეტული ინიციატივები და ვაიძულოთ უნდა ხელისუფლება, რომ ეს ინიციატივები განიხილონ,“ - ამბობს ბეჟაშვილი.

ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაშინ ძვირი უნდა დაუჯდეს ქართულ ოცნებას, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

დავაინიცირეთ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, სადაც შედის 4 კანონპროექტი, ერთი ეხება საერთო სასამართლოებს, მეორე პროკურატურას, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს და სისტემებს, ასევე არის საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილიც ამ დიდ პაკეტში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით ძირეული, სერიოზული რეფორმების განვახორციელოთ,“ - ამბობს ლაშა ტუღუში. 

მსგავსი სიახლეები