სამარცხვინოა, რომ პრემიერმა არ გადაწყვიტა მიუნხენის კონფერენციაზე წასვლა და იმალება - ნაცვლიშვილი

16.02.24 12:32
სამარცხვინოა, რომ პრემიერმა არ გადაწყვიტა მიუნხენის კონფერენციაზე წასვლა და იმალება - ნაცვლიშვილი

სამარცხვინოა, რომ პრემიერმა არ გადაწყვიტა მიუნხენის კონფერენციაზე წასვლა და იმალება - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, კარგია, რომ საქართველოს სკამი ცარიელი არ იქნება და მას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

კარგია ძალიან, რომ პრეზიდენტი წავიდა, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც აუცილებელია, რომს აქართველოს ხმა ისმოდეს. "ოცნების" სურვილი და რუსეთის სურვილი არის ის, რომს აქართველო ამოვარდეს რეგიონული და გლობალური დღის წესრიგიდან. ამიტომ ძალიან სამარცხვინოა, რომ მაგალითად პრემიერმა არ გადაწყვიტა იქ წასვლა და იმალება მაშინ, როდესაც იქ გლობალური საკითხები წყდება. ამ ფონზე განსაკუთრებით კარგია, რომ საქართველოს სკამი ცარიელი არ იქნება და მას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი", - ამბობს ნაცვლიშვილი. 

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გერმანია. მიუნხენში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, შტატებიდან ევროპაში კამალა ჰარისი და ენტონი ბლინკენი ჩაფრინდნენ. მიუნხენში არიან იენს სტოლტენბერგი, ოლაფ შოლცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ადამიანებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ირაკლი კობახიძე ვერ შეხვდება. ახალმა პრემიერმა შანსი ხელიდან გაუშვა, პირადად ესაუბრა ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.  კობახიძემ გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზვანა. გერმანიაშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მისი გზავნილების გაუფასურება "ოცნებამ" წინსწრებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები