პაპუაშვილის იერიში ეკა ბესელიაზე - რას ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან

16.02.24 12:41
პაპუაშვილის იერიში ეკა ბესელიაზე - რას ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან

"ქართული ოცნების" ახალი სამიზნე ეკა ბესელია გახდა - იერიშზე შალვა პაპუაშვილი გადავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან საკუთარი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭირვალეობას ითხოვს. 

„მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“-ს წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს, საკუთარი უცხოური დაფინანსებები. ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები