შალვა, მოდი, უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ, იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ - ბესელიას პასუხი პაპუაშვილს

16.02.24 13:12
შალვა, მოდი, უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ, იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ - ბესელიას პასუხი პაპუაშვილს

შალვა პაპუაშვილის ბრალებების საპასუხოდ, პარტია სამართლიანობისთვის" ლიერი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს ორთვიან უპასუხო ტრენინგს სთავაზობს. ეკა ბესელია ამბობს, რომ პაპუაშვილი ამ დრომე ვერ გაერკვა რა სტატუსი აქვს და რისი თავმჯდომარეა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის წევრის მწვავე განცხადებების უკან, რეალურად, ირაკლი კობახიძე დგას. 

პარლამენტის ეს უნიჭო და უსახური თავმჯდომარე, რომელიც ჯერ ვერ გაერკვა საერთოდ რა სტატუსი აქვს და რა უნდა გააკეთოს. მე მას ვურჩევ, რომ ის არაჩვეულებრივი მართლმსაჯულების სახლი, რომლის მხარდამჭერი არის USAID და ჩვენ ერთობლივად, მართლმსაჯულების სახლი და USAID ვაფინანსებთ მომავალი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და საერთოდ, იურისტების პროფესიულ გავითარებას და ამას ვაკეთებთ ქველმოქმედებით, ამას ვაკეთებთ საჩუქრად მათთვის, მე მზად ვარ, რომ პაპუაშვილს ორთვიანი უფასო ტრენინგი შევთავაზო საჩუქრად, რომ გაერკვეს, სად მოხვდა. თავის დროზე ჩემთან კომიტეტში რომ დადიოდა და ხმას არ იღებდა, ჩუმად იჯდა, მეგონა, რომ რამე ისწავლა. მაგალითად, რა არის პარლამენტი, მეგონა, რომ რაღაც გავაგებინე, რა არის კომიტეტის მუშაობა, მაგალითად, რა არის ზედამხედველობა და ვერაფერი ისწავლა. ერთი, თინა ბოკუჩავას ეჯაჯგურებოდა და ამ ძალადობის გამო გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა, მოდი და უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ ორი თვის განმავლობაში. იქნებ გაერკვე, რისი თავმჯდომარე ხარ, კობახიძის ხელქვეითი ხარ თუ იმ ქვეყანაში ხარ, სადაც პარლამენტი ყველაზე მარალი ინსტიტუციაა, - ამბობს ეკა ბესელია. 

"ქართული ოცნების" ახალი სამიზნე ეკააა ბესელია გახდა. იერიშზე შალვა პაპუაშვილიი გადავიდა. პარლამნეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან საკუთარი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭირვალეობას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები