"ქართულ ოცნებას" ალტერნატივის ეშინია - ხაზარაძე ხელისუფლების თავდასხმებს პასუხობს
"ქართულ ოცნებას" ალტერნატივის ეშინია - მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების გახშირებულ თავდასხმებს პასუხობს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია წინასააწრჩევნოდ ალტრნატიულ სივრცეებზე შეტევებით არის დაკავებული და "ლელოს" გაძლიერების ეშინია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოლიგარქის მოსკოვში გასტუმრების დაანონსებს აგრძელებს და ფიქრობს, რომ თუ უწყინარი ბანერები ხელისუფლებას აწუხებს, ეს მათ სისუსტეს ცხადყოფს.
ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ძალიან უწყინარი ბანერი. მე მსგავსი განცხადება, თუ გახსოვთ, სასამართლო დარბაზიდანაც გავაკეთე, ბილეთიც კი გავუგზავნე თბილის-მოსკოვის და მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა. ამიტომ, თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე და თუ ეს სხვა რამის გამოა და მე ვფქირობ, რომ სხვა რამის გამოა, იმიტომ, რომ ნათლად ხედავენ ალტერნატივას, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ასე გაგრძელებას არ აპირებს, ნათლად ხედავენ, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ , აქედან გამომდინარე, რეაქცია არის ასეთი, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ხელისუფლება "ლელოს" წინააღმდეგ გაშავების კამპანიას აგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იმან გააბრაზა, რომ "ლელო" საკუთარ გეგმებს სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატებს აცნობს.