კარგია, რომ კობახიძე მიუნხენში არ არის, თორემ საერთოდ მოგვეჭრებოდა თავი - ბესელია

16.02.24 13:31
კარგია, რომ კობახიძე მიუნხენში არ არის, თორემ საერთოდ მოგვეჭრებოდა თავი - ბესელია

კარგია, რომ კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ არის, თორემ საერთოდ მოგვეჭრებოდა თავი -  ამის შესახებ ეკა ბესელიამ "პირველებთან" განაცხადა.

ბესელიას თქმით, ის, რო ასეთი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს, ეს არის ძალიან კარგი ხაზგასმა დასავლეთის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, რომელიც კობახიძემ ვერ განახორციელა.

ის, რომ მათ პრეზიდენტი მიიწვიეს ძალიან სამარცხვინო პროცესის, იმპიჩმენტის შემდეგ, ეს იყო ძალიან კარგი ხაზგასმა. მათ (ოცნებას) ძალიან აღიზიანებთ პრეზიდენტი ამ ფორუმზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას სწორად წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი დღეს იქ სწორი გზავნილებით და ეს რომ ნერვებს უშლით, ამიტომაც არის ეს წარმოუდგენელი შეტევა, რაც დაიწყეს, თუმცა ძალიან უნიჭოა ეს ყველაფერი. კარგია, რომ კობახიძე იქ არ არის, თორემ საერთოდ მოგვეჭრებოდა თავი. აი ვის რა უნდა დაელაპარაკოს, ან ვინ უნდა დაელაპარაკოს მას არ ვიცი, ამიტომ კარგია, რომ ჩვენს ქვეყანას იქ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს", - განაცხადა ბესელიამ.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გერმანია. მიუნხენში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, შტატებიდან ევროპაში კამალა ჰარისი და ენტონი ბლინკენი ჩაფრინდნენ. მიუნხენში არიან იენს სტოლტენბერგი, ოლაფ შოლცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ადამიანებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ირაკლი კობახიძე ვერ შეხვდება. ახალმა პრემიერმა შანსი ხელიდან გაუშვა, პირადად ესაუბრა ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.  კობახიძემ გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზვანა. გერმანიაშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მისი გზავნილების გაუფასურება "ოცნებამ" წინსწრებით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები