"უაზრო პუნქტიდან დავიწყეთ" - ხვიჩია პარლამენტში 9 პუნქტის შესასრულებლად მიმდინარე შეხვედრაზე

16.02.24 13:34
"უაზრო პუნქტიდან დავიწყეთ" - ხვიჩია პარლამენტში 9 პუნქტის შესასრულებლად მიმდინარე შეხვედრაზე

ორსაათიანი შეხვედრა შედეგის გარეშე - სამუშაო ფორმატში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დაწყებული საუბარი ისევ არაეფექტურია. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან პოლიტიკოსები ერთი მეორის მიყოლებით ამბობენ, რომ ცხრა დათქმის შესასრულებლად პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება. 

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მის პარტიას ჰქონდა გეგმა, როგორ უნდა შესრულდეს 9 პუნქტი, ამის გაცნობა უნდოდა "ქართული ოცნებისთვის", თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რატომ მსჯელობენ მეშვიდე პუნქტზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას ეხება და რატომ არ დაიწყეს პირველი პუნქტიდანვე.

ჩვენ წარვადგინეთ 9 პუნქტის შესრულების გირჩისეული გეგმა, სადაც პირველიდან მეცხრე პუნქტამდე ყველა გვაქვს ჩამოწერილი. რომ შევედით განხილვა დაიწყო მეშვიდე პუნქტით, რომელზეც გვიწერია, რომ ამ პუნქტის შესრულება შეუძლებელია არჩევნებამდე და სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. სასამართლო არის მეექვსე პუნქტი. ვეუბნები, რომ მე ყველაზე მაქვს, სულ მჭირდება 5 წუთი, პოზიციას დავაფიქსირებ და გეტყვით, რატომ მგონია შეუძლებელი მეშვიდე პუნქტზე მსჯელობა, თუ პირველ ექვსს არ გავივლით მანამდე. გვითხრეს, არა, ჩვენ მეშვიდეზე ვმსჯელობთ. პირდაპირ მეშვიდედან, უაზრო პუნქტიდან დავიწყეთ - უაზრო იმიტომ არის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რათა პრემიერი და მთავრობა გააკონტროლოს, აქ რა აზრი უნდა გამოვთქვა, რომ რამე ჭკვიანური გამოვიდეს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები