კობახიძეს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას უკრძალავენ - დავით ბერძენიშვილი

16.02.24 13:43
კობახიძეს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას უკრძალავენ - დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას უკრძალავენ, რადგან, პოლიტიკოსის განცხადებით, კონფერენციაზე იქნება გზავნილები "ძირს პუტინს, გაუმარჯოს უკრაინას", რისი თქმის ფუფუნებაც, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ვეზირებს არ აქვთ.

რაკი რუსეთის წინააღმდეგ გამოვა მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ამას მას არ მოუწონებენ. როდესაც ქვეყნის სულ ახალი პრემიერი უარს ამბობს უსაფრთოების მთავარ შეხვედრაზე, მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე, როდესაც მას პრაქტიკულად უკრძალავენ და უკრძალავენ რის გამო? იმიტომ, რომ იქ იქნება ძირს პუტინს, გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს დასავლეთს და ასეთი ტექსტით საუბრის ფუფუნება ბიძინა ივანიშვილის პირველ, მეორე, თუ მეშვიდე ვეზირებს არ აქვს", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გერმანია. მიუნხენში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, შტატებიდან ევროპაში კამალა ჰარისი და ენტონი ბლინკენი ჩაფრინდნენ. მიუნხენში არიან იენს სტოლტენბერგი, ოლაფ შოლცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ადამიანებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ირაკლი კობახიძე ვერ შეხვდება. ახალმა პრემიერმა შანსი ხელიდან გაუშვა, პირადად ესაუბრა ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.  კობახიძემ გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზვანა. გერმანიაშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მისი გზავნილების გაუფასურება "ოცნებამ" წინსწრებით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები