როდესაც "ლელოს" ევროკავშირის რეზიდენციაში კარებს უხსნიან, ეს მათ რადიკალიზმს კიდევ უფრო ახალისებს - პაპუაშვილი

16.02.24 13:58
როდესაც "ლელოს" ევროკავშირის რეზიდენციაში კარებს უხსნიან, ეს მათ რადიკალიზმს კიდევ უფრო ახალისებს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს, "ლელოსთან" შეხვედრის გამო აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სამუშაო ჯგუფისთვის გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე, ასეთი შეხვედრა "რადიკალებს" მხოლოდ წაახალისებს. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრიდან "ლელო" კიდევ უფრო "რადიკალიზებული" გამოვა. 

სამწუხაროა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც ის ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობის, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარებს უხსნიან და ხვდებიან. ეს, რა თქმა უნდა, ახალისებს რადიკალებს საქართველოში, ამიტომ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები რაც შეიძლება მკაფიოები იყვნენ ხოლმე ამ დროს. ის, ვინც ახდენს რადიკალიზაციას, არ შეიძლება მოხდეს მათი სალონურ წესში მიღება და მათთან საუბარი. სამწუხარო გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამის, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე, როდესაც "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" მათ შორის, როცა მანდატები დატოვეს და ა.შ., შემდეგ მათ ხალიჩებს უშლიდნენ, სამწუხაროდ. ზოგიერთ კაბინეტებში, რაც უბრალოდ, ახალისებს რადიკალიზმს. დარწმუნებული ვარ, რომ "ლელო" ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული, იმიტომ, რომ ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

 ევროკაშირს ელჩს პარტია "ლელოს" ლიდერები ხვდებიან. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი პაველ ჰერჩინსკისთან გადამწყვეტ არჩევნებსა და ცხრა ევროპული დათქმის შესრულების გზებზე სასაუბროდ მივიდნენ. ისაუბრებენ იმ გეგმაზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. 

მსგავსი სიახლეები