ის, რომ 7 წუთში განვითარდა ეს მოვლენა, არ ნიშნავს, რომ განგაშის სისტემა 7 წუთით ადრე მოგვცემდა შეტყობინებას - გედევანიშვილი
„ის, რომ 7 წუთში განვითარდა ეს მოვლენა, არ ნიშნავს იმას, რომ განგაშის სისტემა ასევე 7 წუთით ადრე მოგვცემდა ამის შეტყობინებას,“ - ამ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი აკეთებს.
როგორც ვასილ გედევანიშვილი მედიასთან ამბობს, წინასწარი გაფრთხილების სისტემა შოვში განვითარებული სტიქიის დროს ეფექტური არ იქნებოდა და ტრაგედიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდებოდა.
გედევანიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მეწყრულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია.
უშუალოდ დაფიქსირდა ნაპრალებში მყინვარული მასები, რომლის დნობის შედეგადაც ხდება კლდეზვავის განვითარება, ამის წინასწარ პროგნოზირება დროის თვალსაზრისით ვიძახი, რომ როდის მოხდება ამ კლდეზვავის ჩამოშლა შეუძლებელია და არ არსებობს ასეთი რამე. რაც შეეხება განგაშის სისტემას, ამას სჭირდება სპეციალური გათვლა, გაანგარიშება დროის და თავისთავად ის, რომ 7 წუთში განვითარდა ეს მოვლენა, არ ნიშნავს იმას, რომ განგაშის სისტემა ასევე 7 წუთით ადრე მოგვცემდა ამის შეტყობინებას. დღეის მდგომარეობით რეკომენდაციაშიც წერია, რომ ამ ეტაპზე იქ რაიმე ინფრასტრუქტურული მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია და არ შეიძლება,“ - ამბობს გედევანიშვილი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, შოვში სტიქია კლდეზვავის ჩამოშლით დაიწყო.
პროცესი დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით, რასაც ჩვენი სპეციალისტები ამბობდნენ და შემდგომ განვითარდება ღვარცოფული პროცესები.
ასევე მინდა, ნერგეეთის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, მიზეზი და მაპროვოცირებელი ამ პროცესის იყო უხვი ნალექი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში მოვიდა, რომ სამი დღის განმავლობაში მოვიდა იმდენი ნალექი, რაც არის მთელი ერთი თვის ნორმის თითქმის 50 პროცენტი,“ - ამბობს შამუგია.