კოსმეტიკურ ცვლილებებზეა საუბარი, ივანიშვილის პარტიის პირობებში რეკომენდაციების არ შესრულდება - ბოკუჩავა

16.02.24 15:29
კოსმეტიკურ ცვლილებებზეა საუბარი, ივანიშვილის პარტიის პირობებში რეკომენდაციების არ შესრულდება - ბოკუჩავა

"კოსმეტიკური ცვლილებები, რომელზეც დღეს მიდის საუბარი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ივანიშვილის პარტიის პირობებში არ იქნება," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

როგორც ბოკუჩავა ამბობს, შეხვედრაზე ფასადურ ცვლილებებზე მსჯელობდნენ და რეალური ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას. 

ივანიშვილის პარტია საქმეს არ აკეთებს ქვეყნის ინტერესში, ის ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს, რომ დარჩეს ძალაუფლებაში და ის კოსმეტიკური ცვლილებები, რომელზეც დღეს მიდის საუბარი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ივანიშვილის პარტიის პირობებში არ იქნება, რომ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები