შეეშლება რამე ეკა ბესელიას? პრეზიდენტი იქნება ამაზე პასუხისმგებელი - თამარ კორძაია

16.02.24 15:35
შეეშლება რამე ეკა ბესელიას? პრეზიდენტი იქნება ამაზე პასუხისმგებელი - თამარ კორძაია

ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ოპოზიციაში ეხმიანებიან. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა ამ პოზიციაზე ბესელიას დანიშვნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება. 

ეკა ბესელიას პერსონა ვინ არის, რა არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, პრეზიდენტმაც. ამიტომ პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეკა ბესელია იყოს, შეეშლება რამე ეკა ბესელიას? პრეზიდენტი იქნება ამაზე პასუხისმგებელი, - ამბობს თამარ კორძაია. 

გავრცელდა ინფრომაცია, რომ პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ შესაძლოა, ეკა ბესელია დანიშნოს. ხელისუფლება კრიტიკულია, თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კი ფაქტს უარყოფს.  

მსგავსი სიახლეები