ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაცვლილ იპოვეს - მედია

16.02.24 15:33
ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაცვლილ იპოვეს - მედია

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "მედუზა" აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლონიაში გასეირნების შემდეგ, მან თავი შეუძლეოდ იგრძნო და რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. 

"16 თებერვალს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდადებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი შეუძლოთ იგრძნო, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება. დაუყოვნებლივ მივიდნენ დაწესებულების მედიკოსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული", - აღნიშნულია რელიზში.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური კოლონიაში კომისიას გზავნის.

განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დადგენილია“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში (ციტატები ინტერფაქსიდან).

ჯერ კიდევ 14 თებერვალს ნავალნის პრესსპიკერი ამბობდა, რომ ის ციხის ადმინსიტრაციამ ე.წ. კარცერში , სადამსჯელო საკანში  ოცდამეშვიდედ გადაიყვანა.

რუსი ოპოზოცინერი და პუტინის მთავარი ოპონენტი ამის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

 

მსგავსი სიახლეები