შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ბესელიას დანიშვნა ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი ინსტიტუციის როლს კიდევ უფრო დაამძიმებს - ოხანაშვილი
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას შესაძლო დანიშვნა პრეზიდენტის ინსტიტუციაზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, ეკა ბესელიას კეთილსინდისიერებასა დაობიექტურობასთან დაკავშირეითს საზოგადოებას საკუთარი აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
ამ ადამიანთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებას აქვს საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია და მოსაზრება მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მის ობიექტურობასთან დაკავშირებით და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეს ჯერ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი ინსტიტუციის როლს კიდევ უფრო დაამძიმებს და საზოგადოებას ძალიან მძიმე ემოციებს გაუჩენს ასეთი გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ შესაძლოა, ეკა ბესელია დანიშნოს. ხელისუფლება კრიტიკულია, თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კი ფაქტს უარყოფს.