პოლიტიკური თვალთმაქცობა - ოხანაშვილი ოპონენტებზე

16.02.24 15:38
პოლიტიკური თვალთმაქცობა - ოხანაშვილი ოპონენტებზე

"მოდით, დავარქვათ ამას პოლიტიკური თვალთმაქცობა, როდესაც განხილვის მაგიდასთან თანხმობას აცხადებ საკითხებზე და ეთანხმები უმრავლესობის წარმომადგენლებს და შემდეგ გამოდიხარ და კამერების წინ იტყუები," - ამ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აკეთებს.

ოხანაშვილის თქმით, რიგ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკითხებზე ჯერ ვერ შეჯერდნენ და მსჯელობა გრძელდება.

ეს არის სამწუხარო, თუ ეს იკადრეს, იმიტომ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით დაგვეთანხმნენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ჩვენ რომ ვთქვით, რომ გავიზიაროთ სპეციალური ანგარიშების შემუშავებასთან დაკავშირებით, მისაღებია მათთვისაც. დაგვეთანხმნენ რომ პროცედურების დახვეწა მიზანშეწონილია. დაისვა საკითხი სპეციალური პროკურორის შემოღებასთან დაკავშირებით და სამსახურის ხელმძღვანელების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მსჯელობას,“ - ამბობს ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები