ზელენსკი ბერლინშია

16.02.24 15:43
ზელენსკი ბერლინშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ იწყებს ორ მნიშვნელოვან დღეს - პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს გერმანიასა და საფრანგეთში. 

ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და მის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა", - დაწერა მან.

უკრინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

მსგავსი სიახლეები