ეს არის პოლიტიკური მკვლელობა - ბატიაშვილი ნავალნის გარდაცვალებაზე
"ეს არის პოლიტიკური მკვლელობა," - ასე ეხმაურება ზურა ბატიაშვილი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. როგორც ბატიაშვილი ამბობს, პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი მთავარი ოპონენტის ნავალნის გარდაცვალებაზე.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი მსხვერპლი პუტინის რეჟიმის და სანამ ეს რეჟიმი არსებობს, გაგრძელდება კიდევ ასეთი რამ. გახსოვთ ალბათ, ყველას, რომ ადრეც იყო მცდელობები ნავალნის მოწამვლის, მაგრამ მაშინ ის საპატიმროში არ იმყოფებოდა, მაგრამ ახლა ის მთლიანად ხელისუფლების ხელში იყო და შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. ფაქტობრივად, დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა - ის უკანონო პატიმარი იყო, ფაქტობრივად, გადასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოუსწრაფეს სიცოცხლე. პუტინის გადმოსახედიდან, პარანოიაში გადავიდა ეს რეჟიმი, ნებისმიერი განსხვავებული აზრი საფრთხეს წარმოადგენს და არ აქვს მნიშვნელობა ის დემოკრატი იქნება, ნაციონალისტი იქნება, გვახსოვს, როგორ მოიშორეს პრიგოჟინი,“ - ამბობს ზურა ბატიაშვილი.