დღევანდელ საქართველოში რთულია ახალგაზრდას ჰქონდეს მისი ოცნების კარიერა და ამიტომ ვართ ჩვენ აქ დღეს, რომ წარმოგიდგინოთ ეკონომიკური იდეები - ალექსანდრე კრევო ასათიანი

16.02.24 16:29
დღევანდელ საქართველოში რთულია ახალგაზრდას ჰქონდეს მისი ოცნების კარიერა და ამიტომ ვართ ჩვენ აქ დღეს, რომ წარმოგიდგინოთ ეკონომიკური იდეები - ალექსანდრე კრევო ასათიანი

„2018 წელს ჩამოვედი საქართველოში და ჩემი ოჯახური ბიზნესის გაგრძელება მინდოდა აქ, მაგრამ საბოლოოდ ვერ გავხსენი მაღაზია, რადგან ამერიკასთან შედარებით, სადაც ეკონომიკა 13-ჯერ მეტია, საქართველოში კომერციული ფართის ქირა უფრო ძვირი ღირს. დღევანდელ საქართველოში რთულია ახალგაზრდას ჰქონდეს მისი ოცნების კარიერა და ამიტომ ვართ ჩვენ აქ დღეს, რომ წარმოგიდგინოთ ეკონომიკური იდეები," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა გააკეთა.

ალექსანდრე კრევო ასათიანის თქმით, საქართველოში რთულია ბიზნესის დაწყება, რადგან არაერთ პრობლემას აწყდება დამწყები ბიზნესმენი.

ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა ხართ შეკრებულები და მინდა ერთი კითხვა დაგისვათ - ვინმეს თუ გაქვთ მოფიქრებული რა არის თქვენი ოცნების კარიერა? და ვისაც გაქვთ, გჯერათ, რომ დღევანდელ საქართველოში შეგიძლიათ ამ ოცნების ასრულება? - არა. მე მოგიყვებით ჩემს რეალობას, ჩემი ოჯახი ამერიკაში 80-ანი წლებიდან მოყოლებული მუშაობს სუნამოების ბიზნესში. პატარა კომპანია შექმნეს არაფრიდან  და დღეს ამერიკაში ხუთი მაღაზიაა აქვთ,  საწარმოები აქვთ და ძალიან მაგარ რაღაცებს, ძველ ქართულ სუნამოებს აწარმოებენ საქართველოში. საქართველოში ჩამოვედი 2018 წელს და ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ აქ გავხსნიდი ჩემს ოჯახურ ბიზნესის მაღაზიას და დავიწყე ძებნა ადგილი, სად შეიძლება გავხსნა, ყველა უბანი ვიფიქრე - ვაკე, გლდანი, ყველგან ვიფიქრე. შემდეგ ვიფიქრე ბათუმში, ქუთაისში, ყველგან ვეძებე და რა აღმოვაჩინე? ჩემი ოჯახი ცხოვრობს მაიამიში, ამერიკაში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ საქართველოში უფრო ძვირი იქნებოდა ქირა, ვიდრე ამერიკაში. წარმოიდგინეთ, საქართველოში ეკონომიკა 13-ჯერ უფრო პატარაა, მაგრამ ქირა კომერციულ ფართებზე უფრო ძვირია, ვიდრე იქ. საბოლოოდ ვერ გავხსენი ეს მაღაზია და ჩემთვის უნიკალური ბიზნესი ვერ შემოვიტანე აქ. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, ეს ყველას ეხება, ეს ჩემი მაგალითია უბრალოდ და თქვენ ყველამ იცით, რომ ოცნების კარიერა დღეს ამ ქვეყანაში ამ პირობებში ვერ ასრულდება და ამიტომ ვართ აქ, რომ წარგიდგინოთ ძალიან მაგარი ეკონომიკური იდეები,“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.
 

მსგავსი სიახლეები