ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა - სალომე ზურაბიშვილი
ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა და მიუსამძირა ყველსს, ვისთვისაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.
ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს".- წერს ზურაბიშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.