არასწორია მიდგომა, რომ მხოლოდ ერთ პლატფორმასთან აქვს ურთიერთობა ხელისუფლებას - გოგოლაშვილი
"თავისთავად არასწორია მიდგომა, რომ მხოლოდ ერთ პლატფორმასთან აქვს ურთიერთობა ხელისუფლებას," - ასე აფასებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მმართველი ძალის გადაწყვეტილებას, რომ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები 9 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ მიიწვიონ.
როგორც გოგოლაშვილი ამბობს, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ კვალიფიციური ორგანიზაციები მუშაობდნენ მსგავს საკითხებზე.
რა თქმა უნდა, უნდა იყოს უფრო ფართო ხედვა ამ მიმართულებით და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობისთვის უნდა იყვნენ გამოყოფილი მათი კვალიფიკაციის, უნარის და სპეციალიზაციის ნიშნით და არა იმით, რომელ კოალიციაში იმყოფებიან ან რა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას წარმოადგენენ, ეს აბსოლუტურად არ არის სწორი მიმართულება. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თავისი სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ აქტიურად სწორედ იმ თემებზე, რომელიც ეხება ამ 9 პუნქტს, როგორც მინიმუმ და თვითონ უნდა უგზავნიდნენ მოწვევას,“ - ამბობს კახა გოგოლაშვილი.