ინგლისურადაც ვიკითხეთ, ქართულადაც ვთარგმნეთ, მაგრამ ცვლილებების პოლიტიკური ნება არ იკვეთება - აქუბარდია
"არ მრჩება იმის შთაბეჭდილება, რომ რაიმე ტიპის ცვლილებები არის მოსალოდნელი და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, უკავშირდება პოლიტიკურ ნებას," - ეს განცხადება დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარამენტში 9 დათქმის შესრულების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აქუბარდიას თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან რეალური ცვლილებებისთვის მზაობა არ ჩანს.
საერთოდ, რომ ამ კორუფციის კუთხით საქართველოში ყველაფერი გადასარევად არის და 9 ქვეყანას ვჯობივართ ევროკავშირის, ეს სიბრძნეები მოვისმინეთ, ისევე, როგორც ინგლისურადაც ვიკითხეთ, ასევე ქართულადაც ვთარგმნეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, აზრი არის ის, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება ცვლილებების არ იკვეთება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.