რატომ ესხმის "ოცნება" თავს "ლელოს" - მმართველი პარტიის აღიარება და "ლელოს" პასუხი იერიშებს

16.02.24 17:14
რატომ ესხმის "ოცნება" თავს "ლელოს" - მმართველი პარტიის აღიარება და "ლელოს" პასუხი იერიშებს

"ქართულ ოცნებაში" აღარ მალავენ, რომ "ლელოსთან" დაპირისპირების მთავარი მიზეზი ივანიშვილზე შეტევაა. ოლიგარქის პარტიაში ამბობენ, რომ ხაზარაძეს ივანიშვილის ხსენების მორალური უფლება არ აქვს.

უკვე მთელი კვირაა, "ლელოს" ლიდერს "ოცნების" საპარლამენტო გუნდი თაღლითობაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მას საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის თეორიული შანსიც არ აქვს. 

ლელოს რეიტინგი არც არასდროს ჰქონია და იმდენ შეცდომას უშვებენ, ჯერ არ დაწყებულა წინასაარჩევნო კამპანია, რომ ალბათ, ის რეიტინგიც არ ექნებათ, რაც აქამდე ჰქონდათ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გამოხმაურება, რაც ჩვენი მხრიდან იყო, მოჰყვა იმას, რომ ლელომ სამარცხვინოდ, პარტიამ, რომელსაც ბარიერის გადალახვის ძალიან დიდი პრობლემა აქვს, დაანონსა ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებდა პოლიტიკურ რეპრესიებს. როდესაც პარტია აანონსებს წინასწარ პოლიტიკურ რეპრესიებს და გაციმბირებაზე საუბრობს, ეს არაფერს ნიშნავს?“ - ამბობს კახიანი.

ამ ხალხს აქვს ამბიცია იმაზე მაინც, რომ რაღაც ეკონომიკური საკითხები ესმის თითქოს და აღმოჩნდა, რომ ელემენტარულ ეკონომიკურ საკითხებშიც ვერ ერკვევიან და დანარჩენი მათ რა მორალური უფლება აქვთ, ზოგადად, როდესაც კონკრეტული პირი მხილებულია თაღლითობაში, თაღლითობაში მხილებული პირის ნათქვამს, რა სამართლებრივი ფასი ან პოლიტიკური ფასი შეიძლება ჰქონდეს, ამას საზოგადოება აფასებს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

 "ქართული ოცნების" თავდასხმა ლელოს მიზნებს ვერ შეცვლის - ასე პასუხობენ პარტიაში მმართველი ძალის იერიშებს. როგორც დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ლელოს მიზანი ხელისუფლების ცვლილება და რუსული გავლენების შემცირებაა. 

ისინი ჩვენს მიზნებს ვერ შეცვლიან. ლელოს ამოცანები და მიზნები არის რუსული ხელისუფლების გაშვება, პენსიის ათას ლარამდე გაზრდა, ყველა კურსდამთავრებულისთვის გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, რუსული მზარდი ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენების შეზღუდვა კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯებით, ანაკლიის აშენება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ვერ გაგვაჩერებენ და ჩვენს გეგმებზე ხელს ვერ აგვაღებინებენ, რამდენი უსაფუძვლო კრიტიკა, შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური განცხადებაც არ უნდა გააკეთონ,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები