იცოდნენ, რომ დაისჯებიან - ნავალნის ცოლის პირველი კომენტარი

16.02.24 18:18
იცოდნენ, რომ დაისჯებიან - ნავალნის ცოლის პირველი კომენტარი

"პუტინმაც და მისმა გარემოცვამაც იცოდნენ, რომ დაისჯებიან, თუ ეს სიმართლეა," - ნავალნის ცოლის პირველი კომენტარი მეუღლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

მიუნჰენის კონფერენციაზე ნავალნის ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა. პრესკონფერენცია გამართა ნავალნის ცოლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალებაზე ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ, რადგან რუსული ხელისუფლება "ბევრ ტყუილს" ამბობს. 

მაგრამ თუ ეს ასეა, მინდა პუტინმა, მის გარშემო მყოფმა ყველამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება. და მინდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას გაერთიანდნენ და დაამარცხონ ეს ბოროტება.

ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი არსებობს, რომელიც ახლა მძვინვარებს რუსეთის ფედერაციაში, ეს რეჟიმი და პუტინი არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე, მათ პერსონალურად უნდა აგონ პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში ამ ბოლო წლების განმავლობაში,“ - ამბობს ნავალნის ცოლი.

 

მსგავსი სიახლეები