თუ დადასტურდება, ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი - ჰარისი
"თუ დადასტურდება, ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი," - ამ სიტყვებით ეხმაურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას.
ეს, რა თქმა უნდა, საშინელი ამბავია. თუ დადასტურდება, რომ [პუტინია დამნაშავე], ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი. რაც არ უნდა თქვან, შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შესახებ უფრო მეტს ახლო მომავალში ვიტყვით," - ამბობს კამალა ჰარისი.