პუტინმა ციხეში მოკლა ნავალნი. პუტინი ნავალნის ხშირად მადარებდა და ერთიანად ვეზიზღებოდით - სააკაშვილი

16.02.24 18:57
პუტინმა ციხეში მოკლა ნავალნი. პუტინი ნავალნის ხშირად მადარებდა და ერთიანად ვეზიზღებოდით - სააკაშვილი

"პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს და ნავალნის სიკვდილს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, ნავალნი პუტინის მსხვერპლია. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ პუტინის დავალებით ისიც მოწამლა. 

პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.

შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში," - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები