ნავალნის მოულოდნელი სიკვდილი ციხეში - ცივილიზებული სამყარო ხელს პუტინისკენ იშვერს

16.02.24 20:07
ნავალნის მოულოდნელი სიკვდილი ციხეში - ცივილიზებული სამყარო ხელს პუტინისკენ იშვერს

 

 

მსოფლიო ლიდერების დღის  წესრიგი თავდაყირა დგება. მთელი ცივილიზებული სამყარო მომხდარზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს. "ნავალნის სიკვდილი ციხეში, ერთი კაცის აკვიატება და შიში ხაზს უსვამს პუტინის სისტემის სისუსტესა და ლპობას" - ამბობს აშშ სახელმწფო მდივანი, რომელიც აანონსებს, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად  შტატები მოქმედებაზე გადასვლას იწყებს.

ყველა ხელს პუტინისკენ იშვერს. არცერთ ლიდერს ეჭვი არ ეპარება, რომ ნავალნის სიკვდილის კვალი სწორედ დიქტატორამდე მივა. "ცხადია, ის მოკლა პუტინმა" - ამბობს ზელენსკი. "თუ დადასტურდება, ეს იქნება პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი ნიშანი "- ეს კი  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებია.

ნავალნის გარადაცვალებას აპროტესტებენ უამრავ ქვეყანაში. მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან. "პუტინი მკვლელია" - ამ შინაარსის ბანერები გამოჩნდა თბილისშიც, პარლამენტის წინ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები